ელინგტონი დიუკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიუკ ელინგტონი-დან)
ელინგტონი ედუარდ კენედი (დიუკ) - (ინგ. Duke Ellington, 29. IV. 1899, ვაშინგტონი, – 24. V. 1974, ნიუ-იორკი), ამერიკელი პიანისტი, კომპოზიტორი და ჯაზბენდის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი უდიდესი ჯაზური მუსიკოსი, ჯაზის რამდენიმე მიმართულების ფუძემდებელი. მთელი რიგი პოპულარული მელოდიის („ქარავანი“, „მარტოობა“ და სხვ.) ავტორი, მას ეკუთვნის აგრეთვე მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური დადგმებისათვის, საორკესტრო სიუიტები. ნაკლებად ცნობილია მისი ოპერები და ბალეტები. თავისი ორკესტრით უდიდესი წარმატებით აქვს შემოვლილი მთელი მსოფლიო.