დუარგანაგგაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუარგანაგგაგ-ი (ოს. Дуаргæнæггаг — „კარის გამღები“) — ტრადიციულ საქორწილო რიტუალში შემავალი ჩვეულება — პატარძლის ჩამცმელი ქალიშვილების მიერ ნეფის მაყრიონისაგან ოთახიდან დედოფლის გამოყვანისათვის აღებული სათანადო გამოსასყიდი. ქალიშვილები გარდა საზღაურის აღებისა, ცდილობდნენ კუხილხაცაგისათვის (ხელისმომკიდისათვის) სამოსი ჩამოეხიათ.

დუარგანაგგაგი სხვა მონათესავე წეს-ჩვეულებებთან ერთად (სიძის სახლში წასვლის წინ პატარძლის გაძალიანება, ხელისმომკიდისათვის ტანსაცმლის ჩამოხევა, სიძის მაყრიონის შეჩერება სოფლიდან გასვლამდე და გატარებისთვის საჩუქრის მოთხოვნა და სხვ.) პატარძლის წაყვანით გამოწვეული საქორწინო ანტაგონიზმის გამოხატულებაა.


ლიტერატურა

Осетины. Серия «ароды и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები