ეკონომიკური ადამიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკონომიკური ადამიანი - (homo economicus) - ეკონომიკურ ურთიერთობაში ჩართული რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავის საქმიანობისას მაქსიმალური სარგებლიანობის მიღების პრინციპებით ხელმძღვანელობს. იგი მოცემული ისტორიული ეპოქის ძირითადი მოქმედი სუბიექტია. მისი ხასიათი, მიდრეკილებები, მიზნები, მოქმედებები და საქმიანობის საბოლოო შედეგები საზოგადოების ცხოვრების დეტერმინანტებად გვევლინება. ა. სმითის შეხედულებით, ეკონომიკური ადამიანის უმთავრესი ნიშან-თვისებებია:
- საქმიანობის შედეგებით პირადი დაინტერესება;
- საქმიანობის პროცესში პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება როგორც თანამშრომლობის აუცილებელი პირობა;
- საქმიანობისას საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.