ელექტროდანადგარი
ელექტროდანადგარი – მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, ტრანსფორმაცია, განაწილება, მოხმარება ან გარდაქმნა სხვა სახის ენერგიად. ელექტროდანადგარებს განასხვავებენ დანიშნულების (წარმომქმნელი, მომხმარებელი და გარდაქმნელ-გამანაწილებელი), დენის ხასიათის (მუდმივი, ცვლადი) და ძაბვის (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით) მიხედვით.
სარჩევი |
გარე ელექტროდანადგარი
ღია ტერიტორიაზე მყოფი ელექტროდანადგარი (მათ შორის ბადით შემოფარგლული, გადმოხურული და სხვ.).
მოძრავი ელექტროდანადგარი
სადგარზე დამაგრებული ელექტროდანადგარი, რომელიც მიერთებულია ქსელთან, ბოლო წერტილების გარდა მოქნილი კაბელით (გამტარით). მისი გადატანა შესაძლებელია დემონტაჟის გარეშე.
შიგა ელექტროდანადგარი
ელექტროდანადგარი, რომელიც იმყოფება დახურულ შენობაში და მასზე უშუალოდ არ მოქმედებს გარე ატმოსფერო.
ხელის ელექტროდანადგარი
გადასატანი ელექტროდანადგარი, რომელიც მუშაობის დროს ხელში უნდა გვეჭიროს და მუშაობის პერიოდში შესაძლებელია მისი გადატანა.