ელექტრული ძაბვის გამთიშავი მოწყობილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელექტრული ძაბვის გამთიშავი მოწყობილობა – ელექტრული ქსელის გათიშვის დროს, როცა ქსელის ძაბვა 500 ვ აღემატება და დენი 1000 ამპერზე მეტია, წარმოიქმნება მძლავრი ელექტრული რკალი, რომლის ტემპერატურა აღწევს 3000°C, რაც იწვევს გამთიშველის საკონტაქტო ლითონის ნაწილების დნობასა და ავარიას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ქსელების ამორთვა ხდება არა ხელით, არამედ ძაბვის ამომრთველებით.