ენცეფალოპათია ვერნიკეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენცეფალოპათია, ვერნიკეს - (Wernicke encephalopathy) მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში ნევროლოგიური სინდრომი (აღწერილი 1881 წელს, როგორც (polioencephalitis haemorrhagica superior), რომელიც ხასიათდება: აბნევით, აპათიით, გრძნობების დაჩლუნგებით, ძილისმაგვარი დელირიუმით, თვალის მამოძრავებელი ან თვალის კუნთების დამბლით (თავის ქალას III და IV ნერვების ბირთვის დაზიანების შედეგად), ნისტაგმით, წონასწორობის დაკარგვით (ვესტიბულარული ბირთვების დაზიანების გამო), ატაქსიით (ნათხემის ქერქის დაზიანების გამო).

ინდუსტრიულ ქვეყნებში ამ დაავადების ყველაზე ხშირ მიზეზს ალკოჰოლიზმით გამოწვეული თიამინის ნაკლებობა წარმოადგენს. ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე (რომელიც გადაუდებლად უნდა დაიწყოს), მდგომარეობა, ჩვეულებრივ, პროგრესირებს და ვითარდება კორსაკოვის ფსიქოზი (რომელიც, აგრეთვე, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომად ან ალკოჰოლურ ამნეზიურ აშლილობადაა ცნობილი) და ვლინდება მძიმე ანტეროგრადული ამნეზიით, რეტროგრადული ამნეზიით და, ხანდახან – კონფაბულაციებით.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები