ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა - (ემფ) (sole proprietorship firm, one man company), ბიზნესის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა, ერთი პირის საწარმო, ერთპიროვნული საკუთრება (sole proprietor ship).

ფირმის სხვა ორგანიზაციულ ფორმებთან შედარებით, ემფ-ს ბევრი უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს. უპირატესობათაგან შეიძლება გამოიყოს შემდეგი: ფირმის მესაკუთრეს მთლიანად ეკუთვნის მოგება და სარგებლობს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით. ამასთან, წარმოების ორგანიზაციის ხარჯები ფირმაში დაბალია, საწარმოს სიმცირე მესაკუთრეს საშუალებას აძლევს კონტაქტი დაამყაროს როგორც პროდუქციის მწარმოებლებთან, ისე გამსაღებლებთან და ა.შ.

ნაკლოვანებებია:

  1. კაპიტალის გაფართოების შეზღუდული შესაძლებლობები;
  2. ფირმის მესაკუთრის შეუზღუდავი პასუხისმგებლობა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისათვის (სასამართლოს გადაწყვეტილებით მთელი მისი ქონება შეიძლება ვალის დაფარვას მოხმარდეს). ამასთან, ემფ-ის მესაკუთრე თვით უნდა ერკვეოდეს ყველა წარმოებრივ თუ ფინანსურ საკითხში და ფლობდეს მეწარმეობის ჩვევებს, რაც მემკვიდრეობით არ გადაიცემა. ერთპიროვნული მფლობელობის ფირმა ბიზნესის ყველაზე მერყევი ორგანიზაციული ფორმაა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები