ბუზალაძე ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასილ ბუზალაძე-დან)
ვასილ ბუზალაძე – დაიბადა 1951 წლის 14 თებერვალს ქარელში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1973). სამხედრო სამსახური (1974-75).
სამუშაო გამოცდილება
- იყო სხვადასხვა დაწესებულებების ინჟინერი, მთავარი ინჟინერი (1975-85).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) - მაჟორიტარი, ქარელის №5.33 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის, ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისიის წევრი.