ვასო აბაშაძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი

თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი - თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი ვ. აბაშიძის სახელობისა, დაარსდა 1934 წელს. ორგანიზატორები იყვნენ მ. ჭიაურელი და დ. ძნელაძე. 1947 თეატრს მიენიჭა ვ. აბაშიძის სახელი. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო მოლიერის „სკაპენის ოინები“ (1935 რეჟ. მ. ჭიაურელი). 1939 თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული მუსიკალური კომედია – ვ. კურტიდის „ხაჯარათი“ (მ. ლაკერბაიას პიესის მიხედვით, რეჟ. მ. ჭიაურელი და დ. ძნელაძე, მხატვარი ი. შტენბერგი).

თეატრის სახის გამოკვეთაში გარკვეული წვლილი შეიტანეს: დრამატურგებმა: ლ. ჭუბაბრიამ, გ. ნახუცრიშვილმა, მ. თარხნიშვილმა, პ. გრუზინსკიმ, დ. გაჩეჩილაძემ, ნ. ხუნწარიამ, ნ. არეშიძემ და სხვ.;

სცენა მუსკომედიის თეატრის სპექტაკლიდან "თბილისის ცის ქვეშ"

კომპოზიტორებმა: შ. მილორავამ, ს. ცინცაძემ, რ. ლაღიძემ, ა. კერესელიძემ, გ. ცაბაძემ, ლ. იაშვილმა, ბ. კვერნაძემ, ვ. აზარაშვილმა, რ. გაბიჩვაძემ, ს. ნასიძემ, ნ. გაბუნიამ;

მხატვრებმა: ვ. ოცხელმა, ი. შტენბერგმა, ფ. ლაპიაშვილმა, ო. ლითანიშვილმა და სხვ.;

ქორეოგრაფებმა: დ. მაჭავარიანმა, გ. ოდიკაძემ, ზ. კიკალეიშვილმა, ი. ზარეცკიმ, ჯ. ბაგრატიონმა; დირიჟორებმა: კ. მაჩაბელმა, მ. ბორჩხაძემ, თ. კობახიძემ, კ. სირბილაძემ, რ. ხურცილავამ, ა. მამაცაშვილმა, გ. კახიანმა, პ. დავითაშვილმა, და სხვ.;

რეჟისორებმა: ბ. გამრეკელმა, ა. ჩხარტიშვილმა, შ. მესხმა, თ. აბაშიძემ და სხვ.

სხვადასხვა დროის მნიშვნელოვანი სპექტაკლებია: შ. აზმაიფარაშვილის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (ა. ცაგარელის მიხედვით, 1952), ს. ცინცაძის „აბლაბუდა“ (1963), დ. არაყიშვილის „დინარა“ (1957), ვ. აზარაშვილის „მეცხრე ტალღა“ (1969), გ. ცაბაძის „კურკას ქორწილი“ (1968), ო. თაქთაქიშვილის „ორი ნოველა“ (1978), ჟ. ოფენბახის „პერიკოლა“ (1954), ფ. ლოუს მიუზიკლი „ჩემი მშვენიერი ლედი“ (1974), ი. შტრაუსის „ღამურა“ (1978), შ. მილორავას „ჩანჩურა“ (1976) და სხვ.

თეატრის არსებობის მანძილზე აქ აღიზარდა შესანიშნავ მსახიობ-მომღერალთა რამდენიმე თაობა. 1987-იდან თეატრმა გააფართოვა თავისი მხატვრული პროფილი და იწოდება ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრად. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გ. ლორთქიფანიძე. (მ. ფიჩხაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები