ვოლნათ სთრით თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ვოლნათ სთრით თეატრი” − „Walnut Street Theatre“, თეატრი ფილადელფიაში.

1809 წელს ამერიკელმა ცირკის მსახიობმა ვიქტორ პეპინმა ( Victor Pépin - 1780 - 1845) და ფრანგმა მოჯირითემ ჯინ ბრეშარდმა (Jean Baptiste Casmiere Breschard) ფილადელფიაში ვოლნათის ქუჩა 825-ში დაარსდეს „Walnut Street Theatre“ („ვოლნათ სთრით თეატრი“), რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ უძველეს თეატრად ითვლება. მათი პირველი სპექტაკლი გახლდათ რიჩარდ შერიდანის კომედია „მეტოქეები“. პრემიერას ესწრებოდნენ პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი და მარკიზ დე ლაფაიეტი. სპექტაკლი ვერ შეფასდა როგორც მხატვრული ღირებულება, მაგრამ, თავად პრეზიდენტის დასწრება, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო საზოგადოებისთვის, რომ ყურადღება მიექციათ სათეატრო ხელოვნების განვითარებისთვის. ზოგადად, ამერიკის პროვინციული თეატრები საკმაოდ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, უმეტესად არ ჰქონდათ სითბო, განათება და სახსრები რეკვიზიტების შესაძენად და დეკორაციის მოსაწყობად.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები