ებანოიძე ზაალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაალ ებანოიძე-დან)
ებანოიძე ზაალ – (1939), პოეტი. დაიბადა სოფელ დიმში (ბაღდათი). 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული – „ლექსები”; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი” (1981), „ხატი მამული” (1985), „ციდან დასარეკი ზარები” (1986), „მარადიული რთველი” (1989), პოემები (1990), რჩეული (2008), „70 ლექსი” (2009); ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული თავისთავადობით და მრავალფეროვნებით.
- აღარ ისმის „რაშო-რერა”...
- აღარ ისმის „რაშო-რერა”,
- – სანატრელი ხმები
- და გსურს საფრთხის აშორება
- მეტაფორულ თქმებით.
- ჩაძირული ცხადი ძილში
- მიზეზია სიზმრის
- არც რო – სიურეალიზმი,
- არც რო – ფუტურიზმი.
- იწყებ: „თუმცა” ანდა „თურმე”
- სიტყვას სმენით ირჩევ;
- აფსუს, რა დროს აფათურებს
- ხელებს სულში ნიცშე.
- სევდა უფრო გემატება
- და მძიმდება თვალი,
- იწვის ცაში კელაპტრებად
- ჩინარები ჭალის.
- ზოგჯერ – მესენაკე ბერი,
- ზოგჯერ – სისხლის მონა,
- შენსას ჭრი და შენსას მღერი,
- შენი ადლით ზომავ.
- მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
- დევს სასაზღვრო ზოლი
- და გზა გადის უფალსა და
- ზარატუსტრას შორის.