კანდელაკი ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაზა კანდელაკი-დან)
ზაზა კანდელაკი – (Zaza Kandelaki) 2005-2006 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2013-2018 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – აკრედიტებული ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში; 2018-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში
დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს თბილისში, საქართველო
განათლება:
1980 − დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;
- 1991-1992 − საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- 1992-1993 − ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში;
- 1993-1994 − საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის პრეს-მდივანი;
- 1995-1999 − საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით; მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორი;
- 1999-2003 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი;
- 2003-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- 2005-2006 − საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი 2000 წლიდან.
ჯილდოები: უნგრეთის სახელმწიფო ჯილდო − ღირსების ორდენი „კომანდორის ჯვარი“.