ზამთრის ბაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზამთრის ბაღი – შემინული სათავსი ან სათავსის ნაწილი – ორანჟერეა, სათბური, ბაღი და სხვ., სადაც ზრდიან მარადმწვანე, ზამთარში მოყვავილე ამტან მცენარეებს. საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და კერძო სახლებში მოწყობილ ზამთრის ბაღებს ხშირად აფორმებენ წყლის აუზებით, შადრევნებითა და ქანდაკებებით.