გაუსის სიმრუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზედაპირის სრული სიმრუდე-დან)
გაუსის სიმრუდე – ზედაპირის სიმრუდე 3-განზომილებიან ევკლიდურ სივრცეში. იგი ტოლია მთავარ სიმრუდეთა ნამრავლისა, ე. ი. წარმოადგენს გარე სიმრუდეს და ევკლიდური სივრცის ზედაპირისათვის ემთხვევა შიგა სიმრუდეს.
გაუსის სიმრუდის გამომსახველი ფორმულა პირველად გაუსმა მიიღო (1827). ზედაპირის სრული სიმრუდე იგივეა, რაც გაუსის სიმრუდე.