ზეპირგადმოცემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზეპირგადმოცემა – ფოლკლორული ტრადიციის აღმნიშვნელი ტერმინი. ხალხური ნაწარმოებების დიდი უმრავლესობა ზეპირი გზით ვრცელდებოდა. გავრცელების ეს ფორმა თანაბრად ახასიათებდა რომელიც გნებავთ ჟანრს როცა საუბარია ზეპირგადმოცემაზე, მხედველობაშია არაიმდენად კონკრეტული ჟანრი ან მისი ნიმუში არამედ ფოლკლორულ ნაწარმოებთა მიწოდების ფორმა, მსმენელამდე თუ შემკრებამდე მისვლის გზა. გარკვეულ შემთხვევაში ზეპირგადმოცემა ხალხურ პროზაულ ნაამბობს ნიშნავს ზღაპრის, თქმულების, ლეგენდის, მითის სახით. „მხოლოდ მთებში... მიუვალ ადგილებში ჯერ კიდევ შენახულია გაშაირება, ზღაპრები და ყოველგვარი ზეპირგადმოცემები დღესაც კიდევ ფეხმოკიდებულია. ცოდვაა მათი დაკარგვა მიშველება უნდა, ჯერ კიდევ მოსახერხებელია მათი მოგროვება“ (აკაკი).
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ა. წერეთელი, თხზ., XIV, 1961, გე. 545.