თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა − (ინგლ. Free Industrial Zone), თავისუფალი ზონის ნაირსახეობა, სადაც ქვეყნის საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები. ამ ზონაში უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება იმპორტად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები. საწარმო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოა, თუ ის ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ამ ზონაში საქმიანობას ეწევა მხოლოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები და სხვა საწარმოების ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების სურვილის შემთხვევაში, მათი სერთიფიკატის საფუძველზე, მიენიჭებათ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი, საგადასახადო შეღავათების მიღების მიზნით. მთავარი შეღავათები შემდეგია:

ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგება;
ბ) დღგ-გან, ჩათვლის უფლების გარეშე, გათავისუფლებულია საერთაშორისო საწარმოებს შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება;
გ) ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება.

მიზანი, რის საფუძველზეც შემოღებულ იქნა აღნიშნული სტატუსი, არის საქართველოს გარკვეული ტერიტორიების საქონლის/მომსახურების წარმოებისა და ყიდვა-გაყიდვის საერთაშორისო ცენტრებად ჩამოყალიბება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები