თეთრი ცრუმანჭკვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეთრი ცრუმანჭკვალა (ლათ. Psathyrella candolleana (Fr.) F. Mre. რუს. Лохноопёнок кандоля)
ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ფართო ზარისებრია, შემდეგ რამდენადმე ბრტყელი, შუაში ბლაგვი ბორცვაკი ახასიათებს, რადიკალურად დანაოჭებულია, კიდეებთან დამსკდარი, მოთეთროა, ცენტრში მოყვითალო-მურა. ფირფიტები ვიწრო, ჯერ თეთრი, შემდეგ ჭუჭყისფერ-ვარდისფერი და ბოლოს მეწამულ-მურა, უფრო ღია ფერის კიდეებით.
ფეხი – 4-10 სმ სიგრძისა და 0,5-0,8 სმ სისქისაა, ცილინდრული, ბოჭკოვანი ზედაპირით, საყელოს გარეშე, თეთრია.
რბილობი – თეთრი, სასიამოვნო გემოთი და განსაკუთრებული სუსის გარეშე.
სპორები – ფართო ოვალური, მოყვითალო-ყავისფერი, 6-9X4-5,5 მკმ.
იზრდება დამპალ ხეებზე მთელ სავეგეტაციო პერიოდში. გამოიყენება საჭმელად ახალი.