თიხოვანი გრუნტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თიხოვანი გრუნტი − გრუნტის სახეობა, რომელსაც უნარი აქვს შეიკუმშოს, წაირეცხოს და გაყინვისას – გაჯირჯვდეს. შედგება ქერცლის ფორმის უწვრილესი ნაწილაკებისაგან 0,005 მმ-ზე ნაკლები ზომით; აქვს დიდი რაოდენობით თხელი კაპილარები და ნაწილაკების შეხების დიდი კუთრი ზედაპირი. კაპილარები და ფორები შევსებულია წყლით, რის გამოც თიხოვანი გრუნტი არის ბლანტი მასა, ხოლო გაყინვისას იზრდება მოცულობაში და ჯირჯვდება. დატვირთვების მოქმედებისას თიხოვანი გრუნტის კუმშვის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ქვიშოვანის, ამიტომ ასეთ გრუნტზე აგებული შენობის დაჯდომა მიმდინარეობს ხანგრძლივად. რაც მეტია თიხოვან გრუნტში წყლის რაოდენობა, მით ნაკლებია მისი მზიდუნარიანობა.