თურანის დაბლობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თურანის დაბლობი – (ყაზ. Тұран ойпаты, ტურქმ. Turan pesligi, უზბეკ. Turon tekisligi), ვაკე შუა აზიაში, ყაზახეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე.

ტექტონიკურად თურანის ვაკე ახალგაზრდა ბაქანია, რომელსაც საფუძვლად უდევს პერცინული ნაოჭა ფუნდამენტი. ცარცულ და პალეოგენურ დროში თითქმის მთელი ტერიტორია დაფარული იყო ზღვით, რომელშიც წარმოიქმნა 2კმ-მდე სისქის დანალექი შრე, რამაც მოასწორა ძველი (პალეოზოური) რელიეფი. ნეოგენის პირველ ნახევარში შუა აზიის აზევებულ ვაკეებზე (თურღაის პლატო, ბეტპაკ-დალა, უსტურტი) დომინირებდა ტბური რეჟიმი დიფერენცირებული ტექტონიკური მოძრაობით, რამაც საფუძვველი ჩაუყარა რეგიონის თანამედროვე მორფოსტრუქტურას.

თურანის დაბლობის სიგრძე დაახლოებით ორი ათასი კილომეტრია. ყაზახეთში სირიდარია თურანის დაბლობს ორ ნაწილად ყოფს: ჩრდილოეთ და სამხრეთ. დაბლობის უმეტესი ნაწილი უკავია ყარაყუმის, ყიზილყუმის, მუინყუმის და სხვა უდაბნოებს; ჰავა კონტინენტურია. მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია შიდა კონტინენტური და ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების მიჯნაბე მდებარეობა, აგრეთეე ვაკე რელიეფი. მზის ნათების დიდი სანგრძლიეობა (წლიურად 2400-3000 საათი) განედთან ერთად განსაზღვრავს წლიური ჯამური რადიაციის მაღალ მაჩვენებელს.

წყარო

აზიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები