ივანოვი იგორ
იგორ ივანოვი – (დ. 1945), რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დაამთავრა მორის ტორეზის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1973-დან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, იყო მრჩეველ-წარმომადგენელი საბჭოთა კავშირის საელჩოში ესპანეთში; საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტად, მინისტრის თანაშემწედ, სამინისტროს საერთო სამდივნოს უფროსად და განყოფილების გამგედ.
1989-91 – საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი;
1991-93 – რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში;
1994-98 – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
1998-2004 წლებში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი.
2007 წლის შუა წლებიდან ჩამოშორდა პოლიტიკას და დაიწყო კომერციული, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობა.