ინფლაციური გადასახადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფლაციური გადასახადი - (inflation tax), მომხმარებლის მიერ ფარული ფორმით გადახდილი გადასახადი ისეთ ეკონომიკურ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო ინფლაციის გამომწვევ პოლიტიკას ატარებს: მიმოქცევაში უშვებს ფულის დამატებით რაოდენობას, რის საფუძველზეც არაპირდაპირი გზით მოსახლეობაში კრეფს მათი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს. ასეთ ხერხს მთავრობა მიმართავს იმ მიზნით, რომ მოსახლეობის ნდობა არ დაკარგოს, ვინაიდან ინფლაციური გადასახადი ნაკლებად საგრძნობია, ვიდრე პირდაპირ გაზრდილი საგადასახადო განაკვეთი. ხარჯების გადიდებისა და მათი დაფარვისათვის სახელმწიფომ შეიძლება გაზარდოს საგადასახადო განაკვეთები ან დამატებითი ფულადი ემისია განახორციელოს. ემისიის შედეგად ფულის მსყიდველობითი უნარი ქვეითდება, რაც არსებითად საგადასახადო განაკვეთის გადიდების ტოლფასია.

ინფლაციური გადასახადი ინფლაციის ტემპისა და რეალური ფულადი მარაგების ნამრავლია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები