კავშირგაბმულობის ქსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავშირგაბმულობის ქსელი

1. ზემდგომ და დაქვემდებარებულ (ურთიერთმოქმედ) მართვის პუნქტებს (მეთაურებს, შტაბებს) შორის ოპერაციებში (ბრძოლაში) ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამ ან მეტ მართვის პუნქტს შორის კავშირის ორგანიზების ხერხი. გამოიყენება ძირითადად რადიო და თანამგზავრულ ქსელებში.

2. კავშირგაბმულობის სისტემის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია სტრუქტურული ან ფუნქციური ნიშნის მიხედვით, წარმოადგენს კვანძების და მათი დამაკავშირებელი კავშირგაბმულობის ხაზების ერთობლიობას.

სტრუქტურული ნიშნის მიხედვით განასხვავებენ სამეთაურო კავშირის და საერთო დანიშნულების ქსელებს.

ფუნქციური ნიშნის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ ელექტროკავშირის ქსელებს, ასევე საფელდიეგერო-საფოსტო კავშირის ქსელებს. სამხედრო კავშირის ქსელები მათი ელემენტების დაძვრის ხარისხის მოძრაობის მიხედვით არის ორ სახეობის: სტაციონალური და მობილური.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები