კაიმაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაიმაღი – რძის ნაწარმი (ყაიმაღი/კუიმაღი), რძის თავი - ძითავი, სეფერატორში რძის გამოხდით ანდა გობში რძის გაჩერებით მიღებული ნაღები. საერთოდ, კაიმაღისათვის გობზე დასხმული რძისაგან მიღებულ ნაღებს ამჯობინებდნენ, ვიდრე სეფერატორით გამოხდილს.

ახალმოწველილ რძეს გობით სარძიეში დადგამდნენ და რძე თავზე ნაღებს მოიკიდებდა. ამ ნაღებს მოხდიდნენ და ცალკე მოაგროვებდნენ. ეს იყო კაიმაღი. ჩვეულებრივ, გობზე დასხმული რძე ორი-სამი დღის განმავლობაში ოდნავ მოყვითალო ფერის მეტად გემრიელი ნაღების ფენას იკეთებდა. ეს კაიმაღის მიღების უფრო ძველი წესი იყო. კაიმაღი მეტად მსუყე და ძვირფას საჭმელად ითვლებოდა. მისგან სხვადასხვა სახის კერძებს ამზადებდნენ.


ლიტერატურა

სახოკია, 1985:147; ნიჟარაძე, 1948:87; ნოღაიდელი, 2015; გრიშაშვილი, 1997; სამსონია, 1986:84.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები