კამბალების ოჯახი
კამბალების ოჯახი Pleuronectidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კამბალასნაირნი
ოჯახი: კამბალასებრნი
თევზების ოჯახი კამბალასნაირთა რიგისა. ფარფლებში ქიცვები არა აქვს (ყველა ფარფლის სხივები დანაწევრებულია). ზურგის ფარფლი გრძელდება თავზე და თვალების ზემო მანძილის პირდაპირ, ან ზოგიერთებში კიდევ უფრო წინაა გამოწეული. თვალები, ჩვეულებრივ, მარჯვენა მხარეზეა. ზურგისა და ანალური ფარფლები ძლიერ გრძელი აქვს. ქვედა ყბა წინაა გამოშვერილი; პირი თავის წინა მხარეზეა მოთავსებული. ლაყუჩის წინა სახურავის კიდე თავისუფალია. ბრმა მხარის ცხვირის ნესტო თავის კუთხესთანაა მოთავსებული. სასაზე კბილები არა აქვს. ლავიწის უკანა ძვალი და ნეკნები აქვს. მალების რაოდენობა 30-ზე ნაკლები არაა. ქვირითს ცხიმოვანი წვეთი არა აქვს.
პირი პატარაა და არასიმეტრიული. კბილები ბრმა მხარეზე უფრო ძლიერადაა განვითარებული, ვიდრე თვალხილულ მხარეზე და საკმაოდ მსხვილებია. მუცლის ფარფლები სიმეტრიულია; თვალების მხარეზე მუცლის ფარფლის ფუძე გაფართოებული აო არის. თვალები მარჯვენა მხარეზეა. ზურგის ფარფლი თვალების ზემოთ იწყება. გვერდითი ხაზი სწორი ან მკერდის ფარფლების ზევით პატარა რკალს აკეთებს და სხეულის ორივე მხარეზე კარგადაა განვითარებული.
ყველა ზღვაში მრავალი სახეობაა გავრცელებული, ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის მტკნარ წყლებში სამი გვარის წარმომადგენლები შედიან.
საქართველოს ფარგლებში (შავ ზღვაში) ან ოჯახიდან გვხვდება ერთი გვარი, ერთი ქვესახეობით.