აბესაძე კაპიტონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კაპიტონ აბესაძე-დან)
აბესაძე კაპიტონ მელქისედეკის მელიქსედის ძე (დ. 25 ნოემბერი, (1898) 1900 ― გ. 12 ივლისი, 1987)1 – მსახიობი. დაიბადა იმერეთში, სოფ. მუხურაში, 1920 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1919 წლიდან ქუთაისის სცენაზე გამოდიოდა. 1921-1926 წწ. ქუთაისის რკინიგზის კლუბის დრამატული წრის სპექტაკლებში მონაწილეობდა. სხვადასხვა წლებში თბილისის, ქუთაისის, ხაშურის, თელავის თეატრების მსახიობი იყო. 1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში მუშაობდა.
1946 წელს მიეკუთვნა დამსახურებული მსახიობის წოდება; 1945 წელს – მედალი „კავკასიის დაცვისთვის“.
სქოლიო
1. ბიოგრაფიული ლექსიკონი
ლიტერატურა:
1. ხელოვნებათა სამმართველოს კადრების განყოფილება.