კარგად გაკეთებული პიესა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარგად გაკეთებული პიესა – სახელწოდება წარმოიშვა მე-19 საუკუნეში. იგულისხმება ვირტუოზულად გათამაშებული ინტრიგა და მოქმედების ლოგიკური აგება. ტერმინიც და განხორციელებაც მიეწერება ე. სკრიბს (1791-1861). ამავე პრინციპით ქმნიდნენ თავის პიესებს სარდუ, ლაბიში, ფეიდო (და სხვ.). ასეთი პიესები გოირჩევა მოქმედების დინამიზმით და წარმოშობს მოვლენების მიმართ შეუნელებელ ინტერესს, რასაც აგვირგვინებს კვანძის მოულოდნელი გახსნა. კარგად გაკეთებული პიესა ერიდება მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, რთულ თემებს, იფარგლება საყოფაცხოვრებო მოვლენების ასახვით, რაც კარგი მასალაა ბულვარების თეატრებისათვის, ტელე და ვიდეოსერიალების შესაქმნელად.