კერმეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კერმეტი (ლითონკერამიკა) – (ბერძ. keramikós < kéramos მეთუნის თიხა, თიხის ნაწარმი), ფხვნილისებრი მასალა, რომელიც შედგება ძნელდნობადი მეტალებისა და მჟანგავი ნივთიერებებისაგან. მიიღება ლითონური და კერამიკული ფხვნილების შეცხობით. გამოიყენება ჰიდროტურბინებსა და საავიაციო ძრავებში, საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად და სხვ.