კოკორი (საზღვაო კვანძი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„კოკორი” ამ კნოპის დასახელება ვარდის კოკორთან მსგავსებით არის განპირობებული. „კოკორის” შესაკრავად ჯერ მიჩმანური კვანძი უნდა შევკრათ, შემდეგ, ყულფი კვანძში ჩავაძვრინოთ ორივე ბოლოთი და დავჭიმოთ.
ეს წმინდა დეკორატიული კნოპია, მაგრამ სავსებით გამოსადეგია საჩერებლადაც. ის ნაკლებად ცნობილია, ლიტერატურაში არ გვხვდება, და არ გამოიყენება მხოლოდ შესრულების სირთულის გამო.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4