კომბინირება (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომბინირება - (combine) – ვერტიკალური ინტეგრირება, ერთ კორპორაციაში სხვადასხვა დარგის ისეთი სამეურნეო ობიექტების გაერთიანება, რომელშიც ურთიერთდაკავშირებული საწარმოო პროცესები ხორციელდება. ამის შედეგად კორპორაციაში ყალიბდება ისეთი საწარმოო სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს წარმოების თანმიმდევრობას და უწყვეტობას ნედლეულის მოპოვებიდან და გადამუშავებიდან მზა პროდუქციის გამოშვებამდე.