კომერციული ბანკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომერციული ბანკი - (commercial bank) - უნიველსალური ხასიათის საკრედიტო დაწესებულება, ფინანსური შუამავალი, რომელსაც ლიცენზიით გადაცემული აქვს საბანკო ოპერაციების განხორციელების უფლება. მისი ძირითადი ფუნქციებია დეპოზიტების მიღება, კრედიტების გაცემა და კლიენტების საანგარიშსწორებო მომსახურება. თუმცა კომერციული ბანკები დიდი ხანია აღარ იფარგლებიან ზემოაღნიშნული ფუნქციებით და სხვა ოპერაციებსაც ასრულებენ. ისინი დაკავებულნი არიან აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებითა და ა.შ. კომერციული ბანკების სისტემაში ფართოდ გავრცელდა მომსახურების ისეთი სახეობები, როგორიცაა ლიზინგი და ფაქტორინგი.