კომერციული კრედიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომერციული კრედიტი - (commercial credit), კრედიტი, რომელსაც გამყიდველი აძლევს მყიდველს იმ პირობით, რომ იგი ნაყიდი საქონლის საფასურს განვადებით გადაიხდის. კომერციული კრედიტი გაიცემა მიმდინარე ხარჯებისათვის ერთ წლამდე ვადით სათამასუქო კრედიტის ან ღია ანგარიშის ფორმით.

სათამასუქო კრედიტი

სათამასუქო კრედიტის არსი მდგომარეობს შემდეგში: გამყიდველი, საქონლის გაყიდვის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, აფორმებს გადასაპირებელ თამასუქს და წარუდგენს მყიდველს, ეს უკანასკნელი კი ახდენს მის აქცეპტირებას, ანუ იძლევა წერილობით თანხმობას, რომ ფულს გადაიხდის თამასუქში მითითებულ ვადებში.

კრედიტი ღია ანგარიშით

კრედიტი ღია ანგარიშით გულისხმობს შეთანხმების საფუძველზე გამყიდველის მიერ გაყიდული საქონლის ღირებულების ვალის სახით ჩაწერას მყიდველის ანგარიშზე, ეს უკანასკნელი კი კისრულობს ვალდებულებას, დადგენილ ვადაში დაფაროს კრედიტი. კრედიტის ეს ფორმა ფართოდ გამოიყენება საქონლის რეგულარულად მიწოდებისას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები