კომიტასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომიტასი – (სოღომონ გევორქის ძე სოღომონიანი) (26 სექტემბერი 1869, დაბა კუტინა, თურქეთი, – 22 დეკემბერი 1935, პარიზი), სომეხი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე.
1893 დაამთავრა ეჩმიაძინის სასულიერო აკადემია. 1896-99 ბერლინში სწავლობდა მუსიკის თეორიასა და ისტორიას. 1899-იდან ცხოვრობდა ეჩმიაძინში, ხელმძღვანელობდა სასულიერო აკადემიის მუსიკალურ კლასებსა და გუნდს. 1910-იდან კომიდასი კონსტანტინეპოლშია, 1919-იდან – პარიზში. 1936 კომიდასის ნეშტი პარიზიდან ერევანში გადაასვენეს. კომიტასი სომხური მუსიკის კლასიკოსი, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელია. მან ჩაწერა და გამოსცა 3000-ზე მეტი სომხური ხალხური სიმღერა, ეწეოდა მათ პროპაგანდას. კომიდასის სახელი ეწოდა სომხეთის სიმებიან კვარტეტს (1925) და ერევნის კონსერვატორიას (1948).