კომპოზიციის სახეები არქიტექტურაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპოზიციის სახეები არქიტექტურაში – ფორმების სივრცობრივი განლაგების ნიშანთვისების მიხედვით განასხვავებენ სამი სახის კომპოზიციას – ფრონტალურს, მოცულობითსა და სიღრმისეულ-სივრცობრივს იმ სამი ძირითადი სახეობის მიხედვით, როგორც მას აღიქვამს მაყურებელი:
1. მაყურებლის სტატისტიკური მდგომარეობისას;
2. ფორმის ირგვლივ მაყურებლის მოძრაობისას:
3. სიღრმეში მოძრაობისას.

ამ კომპოზიციის თითოეულ სახეობას აქვს საერთო კომპოზიციური ნიშან-თვისებანი და ამავე დროს თავისებურებანი, როგორც აგებულების (სტრუქტურის), ისე მისი აღქმის მიხედვით.

ყოველი არქიტექტურული ნაგებობის კომპოზიციას ახასიათებს ყველა ამ სამი სახის ნიშანთვისებანი, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესად წარმოჩენილია ერთი რომელიმე მათგანის ნიშან-თვისებანი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები