კონგრივი უილიამ
უილიამ კონგრივი – (1670-1729) კლასიცისტური ეპოქის დრამატურგი, „ინგლისელ მოლიერად“ წოდებული.
მისი პიესები გამოირჩევა მახვილი ენით, ირონიულობით, იუმორით, სატირით ცნობილი ბრიტანელი და მოდური ტიპაჟების მიმართ. აკრიტიკებდა სტიუარტების განმანათლებლობას ბრიტანეთში. განათლება ირლანდიაში, დუბლინის კოლეჯში მიიღო. მეგობრობდა ჯონათან სვიფტთან. სწავლის შემდეგ დაბრუნდა ლონდონში სტაჟირებაზე იურისპრუდენციაში. 17 წლის ასაკში, ფსევდონიმით გამოაქვეყნა პიესა „უცნობი ქალი“, რომელმაც ინგლისელი კანონმდებლის, ჯონ დრაიდენის ყურადღება მიიქცია. 1693 წლიდან კონგრივის, როგორც დრამატურგის გვარმა, იქუხა მთელ ინგლისში. მისი პიესა „ბებერი ვაჟიშვილი“ წარმატებით დაიდგა დრური ლეინის პრესტიჟულ თეატრში. ორი კვირის მანძილზე სპექტაკლი სცენიდან არ ჩამოსულა, რაც იშვიათობა იყო იმ პერიოდის ინგლისურ თეატრში. დრაიდენმა პიესა მისი დროის საუკეთესო დებიუტად აღიარა და დაწერა პიესის წინასიტყვაობა – „ორმაგი თამაში“. უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად მის პიესას „სიყვარული სიყვარულისთვის“. მას შესთავაზეს თეატრის ხელმძღვანელობა, მაგრამ უარი განაცხადა და თეატრს აღუთქვა, რომ ყოველ წელს მათთვის ექსკლუზიურად დაწერდა ახალ პიესას. დედოფალ მარიას გარდაცვალების შემდეგ მოდად იქცა რიტორიკული ტრაგედიების დადგმა. კონგრივმა დაწერა ასეთი ტრაგედია „პატარძალი ტრაურში“ (1697), რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ იშვიათად იდგმებოდა ბრიტანეთის სცენებზე. 1700 წელს, 30-წლიანი წარმატებული კარიერის მერე, მან მიატოვა თეატრი. გამოთხოვება შედგა ბოლო კომედიით „ყველა ასე სჩადის“, რომელშიც სარკაზმით დახატა ფლიდი და ფარისეველი საზოგადოება.
ლაშა ჩხარტიშვილი