კონკურენტული უპირატესობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კონკურენტული უპირატესობა - (competitive advantage), უპირატესობა, რომელსაც კომპანიები ინოვაციების დანერგვის გზით აღწევენ.
ზოგიერთ ქვეყანაში ყალიბდება ისეთი ბიზნეს-გარემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს სწრაფად დანერგონ სიახლეები და უფრო განვითარდნენ, ვიდრე სხვა ქვეყნის კომპანიები. დღეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში ყურადღების ცენტრშია კონკურენციის გლობალიზაციის, კონკურენციისადმი გლობალური მიდგომის საკითხი. კონკურენციის გლობალიზაცია კომპანიებისაგან მოითხოვს ახლებურ აზროვნებას, ინფორმაციის ყველა დონეზე გაფილტვრას. მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური დარგები, მოწინავე ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები.