კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი – საბერძნეთის რესპუბლიკაში, კუნძული ხიოსზე, კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში დაცულია ქართული ხელნაწერი:
პეტრიწონის ტიპიკონი. XIII ს. 73 ფ.; ეტრატი; 26×18 სმ.; ნუსხური, შავი მელანი, სათაური და საზედაო ასოები სინგურითა და მთავრულით. შემკულია წნული ორნამენტის თავსამკაულით. აქვს თანადროული რვეულებრივი და გვიანდელი გვერდობლივი სათვალავები. ფურცლები ადგილ-ადგილ დაზიანებულია. ტექსტს ერთვის გრიგოლ ბაკურიანის ძისა და პატრიარქ ეფთვიმეს ხელმოწერათა ასლები, ასევე მღვდელ იოანე მარკოზის შვილის ნუსხურით შესრულებული მინაწერი (შანიძე 1971: 34-35, 41-49; მენაბდე 1980: 266-267).