კრიტიდიოზი (ფუტკრის დაავადება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრიტიდიოზი - აღმძვრელი უმარტივესი ორგანიზმია. პარაზიტობს ფუტკრის ყველა ინდივიდის ნაწლავში.
დაავადების ნიშნები - შეიმჩნევა ოჯახების დასუსტება. სკის კედლები და ფიჭები დასვრილია განავლით. დიაგნოზს ადგენენ ლაბორატორიული გამოკვლევით.
ბრძოლის ღონისძიებები - გამაჯანსაღებელ ზომებს ატარებენ ვეტერინარი ექიმის მითითებით.