ბეჟაშვილი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლევან ბეჟაშვილი-დან)
ლევან ბეჟაშვილი – დაიბადა 1974 წლის 9 ნოემბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1996).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პარლამენტის აპარატში;
- მე-6 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში (2008).
- კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2008- 2012).
- საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი იურისტები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- ბეჟაშვილები