მარტივი თამასუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარტივი თამასუქი - (promissory note) - ვალდებულება განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ გარკვეული დროის განმავლობაში. მარტივი თამასუქი მოიცავს:

  1. დასახელებას - „თამასუქი“, რომელიც ჩართულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც ეს დოკუმენტია შედგენილი;
  2. მარტივ დაპირებას განსაზღვრული თანხის გადახდის შესახებ, რაც არაფრით არ არის შეპირობებული;
  3. გადახდის ვადის მითითებას;
  4. იმ ადგილის აღნიშვნას, სადაც თანხა უნდა გადაიხადონ;
  5. იმ პირის დასახელებას, ვისთვის ან ვისი ბრძანებითაც უნდა გადაიხადონ;
  6. თამასუქის შედგენის თარიღისა და ადგილის მითითებას;
  7. თამასუქის გამცემი პირის ხელმოწერას.

გადასაპირებელი თამასუქისაგან განსხვავებით, მარტივ თამასუქში არ არის მითითებული გადამხდელი. მარტივ თამასუქს გამოწერს და ხელს აწერს მევალე.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები