მგალობლიანთკარის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგალობლიანთკარის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქ. მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,37X4,63 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით; გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმელთა თაღები და ლავგარდანი). შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში ექვსი ნიშია. დარბაზი გეგმით კვადრატულია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის კედელი საბჯენი თაღითაა შემოსაზღვრული. თაღი ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზე იკვეთება. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა (ორ ჰორიზონტალურ რიგად დალაგებულ აგურებს შორის ჩასმულია სამკუთხად ნაშვერი აგურები).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები