მგლის პირის შეკვრა (რიტუალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგლის პირის შეკვრა – მტაცებლისაგან პირუტყვის დაცვის წარმართული ჩვეულება. ტომარაში ჩადებდნენ გალესილ ცულს, სავარცხელსა და ფილთაქვას, მოუკრავდნენ პირს, ჭერზე ჩამოკიდებდნენ და იტყოდნენ: მგელს პირი ამ ტომარასავით შეეკრას, ცული თავში მოხვდეს, ქვა კი ყელში გაეჩხიროსო. მგლის პირის შეკვრამ შელოცვაშიც ჰპოვა გამოხატულება:

ელითა, მელითა,
მგელი მოდის ელვითა,
ღმერთო, შენ შაკარ, შაბეჭდე
მგლის პირი ნაბდითა,
კბილი სანთლითა.

მხეცის პირის შეკვრის სხვა ჩვეულებაც არსებობდა ხალხში.

ნ. შამანაძე

ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, წევი, 1934, გვ. 194; მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხ. სიტყვიერების ისტორია, 1956;
  • ქართული ხალხური. სიტყვიერების ქრესტომათია,. ქს. სიხარულიძის რედაქციით, I, 1956, გვ. 90.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები