მენთეშაშვილი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე მენთეშაშვილი

სტეფანე მენთეშაშვილი − (1907, სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რ-ნი, – 20 აპრილი 1965, თბილისი), ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1945).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1930). იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების თანამშრომელი (1931), ისტორიის განყოფილების გამგე (1941–45), 1951-იდან ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე. მენთეშაშვილის წერილებიდან მნიშვნელოვანია „კალოობა ქიზიყში“ (1936), „კევრი“ (1936), „აჭარის ეთნოგრაფიული მასალები“ (1937), „ჰაემეტობა ინგილოურში“ (1939), „მიცვალებულთა დამარხვისა და სამარეების ტერმინოლოგიისათვის“ (1944), მანვე შემოიღო არქეოლოგიური ტერმინი „სამაროვანი“. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (ტ.1-8, 1950-64) მომზადებაში (VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი), რისთვისაც, სხვა რედაქტორებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა (1971).

ა. არაბული


თხზულებები

ქიზიყური ლექსიკონი, ე. თოფურიას რედ, თბ. 1943.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები