მეორე წრეზე შესვლის პროცედურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეორე წრეზე შესვლის პროცედურა - მოქმედებების რიგი, რომელიც უნდა იყოს დაცული საფრენი აპარატის დაფრენისთვის შემოსვლის შეუძლებლობის დროს. ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
1. მფრინავის ინიციატივით, დასაფრენ ზოლთან ვიზუალური კონტაქტის არქონის შემთხვევაში.
2. მფრინავის ინიციატივით, დაფრენისთვის შემოსვლის პერიოდში ვიზუალური კონტაქტის არსებობისას, მაგრამ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობების შემთხვევაში;
3. ავიადისპეჩერის მითითებით.