მეტეოროლოგიური პირობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტეოროლოგიური პირობები – ატმოსფეროს მდგომარეობა კონკრეტულ რაიონში, განსაზღვრულ მომენტში ან დროის მონაკვეთში, განპირობებული მათში მიმდინარე ფიზიკური პროცესებით, რომლებიც მეტეოროლოგიური ელემენტების განსაზღვრული შეხამებით ხასიათდება. მეტეოროლოგიური პირობები, რომლებიც საბრძოლო ვითარების ელემენტს წარმოადგენს, გავლენას ახდენს იარაღის, სამხედრო ტექნიკის გამოყენებაზე, ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებებზე, ლოგისტიკის საქმიანობაზე.

მეტეოროლოგიური პირობების ანალიზი, პროგნოზირება და შეფასება ჯარების (ძალების) ჰიდრომეტეოროლოგიური (მეტეოროლოგიური) უზრუნველყოფის დროს ხორციელდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები