მთლიანი მოგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მთლიანი მოგება - (gross profit) - საწარმოს მოგების მთლიანი თანხა დაქვითვასა და გადარიცხვამდე. იგი დამატებული ღირებულების ის ნაწილია, რომელიც რჩება მეწარმეებს დაქირავებული მუშაკების შრომის ანაზღაურების, წარმოებასა და იმპორტზე წმინდა გადასახადებთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის შემდეგ. მთლიანი მოგება წმინდა მოგებისა და ძირითადი კაპიტალის მოხმარების ჯამია.