მიზნის კოორდინატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიზნის კოორდინატები - კუთხური ან ხაზობრივი რიცხვითი სიდიდეები, რომლებიც განსაზღვრავენ მიზნის მდებარეობას სიბრტყეზე ან სივრცეში კოორდინატთა სისტემის შესაბამისად. მიზნის კოორდინატები საჭიროა მიწისზედა, წყლისზედა, საჰაერო და სხვა მიზნებზე დარტყმების მისაყენებლად. აგრეთვე საჰაერო და კოსმოსური სივრცეების კონტროლისათვის.

მიწისზდა და წყლისზედა მიზნების კოორდინატები განისაზღვრება ბრტყელ მართკუთხა გეოდეზიურ, პოლარულ და ბიპოლარულ კოორდინატთა სისტემაში;

საჰაერო მიზნებისთვის - გეოგრაფიულ (გეოდეზიურ) მართკუთხა, სფერულ და პარამეტრულ. ბრტყელი მართკუთხა კოორდინატებში მიზნის კოორდინატები განისაზღვრება ხაზობრივი სიდიდეებით (აბსცისით X და ორდინატით Y) კილომეტრებში და მეტრებში ზონის ღერძის კოორდინატებთან მიმართებაში;

გეოდეზიური კოორდინატების სისტემაში - კუთხური სიდიდეებით (განედი B და გრძედი L) ეკვატორის სიბრტყის და ნულოვანი მერიდიანის მიმართებაში, გამოისახება გრადუსებით, წუთებით, წამებით და რუმბებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები