მოდელირება (მათემატიკური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოდელირება მათემატიკური – მოვლენის, პროცესების ან ობიექტთა სისტემის კვლევის მეთოდი მათი მათემატიკური მოდელის აგების და შესწავლის საშუალებით, მეცნიერული შემეცნებისა და ტექნიკური დაგეგმარების ერთ-ერთი ძირითადი ხერხი. ინფორმატიკის მეთოდებმა გამოთვლითი ტექნიკის საშუალებების გამოყენებით შექმნეს მოდელირების ახალი ხერხები, რომელსაც უწოდებენ გამოთვლით ექსპერიმენტს.