მოსკოვის ბრძოლა 1941-42

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბჭოთა ჯარისკაცები სასტუმრო "მოსკოვის" სახურავზე

მოსკოვის ბრძოლა 1941-42 - ბრძოლა მოსკოვისათვის II მსოფლიო ომის დროს (1941 წლის 30 სექტემბერი – 1942 წლის 20 აპრილი).

თავდაცვის პერიოდში (1941 წლის 4 დეკემბრამდე) საბჭოთა ჯარებმა მძიმე ბრძოლებით შეაჩერეს არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შეტევა მოსკოვის მისადგომებთან (დედაქალაქიდან 25-30 კმ-ზე), ხოლო 5-6 დეკემბერს კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს 100-250 კმ-ით.

მოსკოვის ბრძოლაში ვერმახტმა პირველი სერიოზული დამარცხება განიცადა. საბოლოოდ ჩაიშალა ბლიცკრიგის გეგმა და დაიწყო სიტუაციის შეცვლა სსრ კავშირის სასარგებლოდ. მოსკოვის ბრძოლა. II მსოფლიო ომის ერთერთი გადამწყვეტი მომენტია.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები