მოსწავლეთა თანაშეფასება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსწავლეთა თანაშეფასება - მოსწავლეთა თანაშეფასების დროს მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს უკვე არსებული ან საკუთარი კრიტერიუმებით. შესაფასებელი აქტივობა უნდა იყოს კარგად სტრუქტურირებული, იმისათვის რომ შეფასება იყოს ზუსტი. მასწავლებელი მოსწავლეებს რთავს პროექტის, ნაშრომის თუ პრეზენტაციის შეფასების ცხრილის შედგენაში. მაგალითად, მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, მათი აზრით როგორ უნდა შემოწმდეს მოცემული ნაშრომი. შესაძლოა, მასწავლებელმა წინასწარ შეადგინოს შეფასების ცხრილი და შემდგომ განიხილოს იგი მოსწავლეებთან ერთად.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები