მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისთვის მომზადება
მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისთვის მომზადება - ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც ახორციელებენ სახელმწიფო თავდაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის მოქალაქეების (ახალგაზრდობის) მომზადების მიზნით;
მოსახლეობის სამხედრო მომზადების შემადგენელი ნაწილები არის სავალდებულო და ნებაყოფლობითი.
სავალდებულო მომზადება მოიცავს: დაწყებითი ცოდნის მიღებას თავდაცვის დარგში, მომზადებას სამხედრო სამსახურის საფუძვლებში, სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას, მომზადებას სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებში, სამედიცინო შემოწმებასა და გამოკვლევას, სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.
ნებაყოფლობით მომზადებაში იგულისხმება მეცადინეობა სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში, სწავლება დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, რომელთა მიზანია არასრულწლოვანი მოქლაქეების სამხედრო მომზადება, მაგალითად, კადეტთა კორპუსებში.